გარდაბანში, იაღლუჯას მთაზე ბიზნესმენი თემურ თაბაგარი ტურისტულ კომპლექს ააშენებს. კომპლექსის მშენებლობას სპეციალურად შექნილი სამშენებლო კომპანია "გრანდ მასტერი" კორეელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-მილიონი დოლარია. სამუშაოები 10 დღეში დაიწყება.
კომპლექსი მოიცავს 200 ნომრიან სასტუმროს, 8 კოტეჯს, ეკლესიას, სამედიცინო მომსახურების ობიექტებს და აკვაპარკს.
თაბაგარი აცხადებს, რომ ინვესტორმა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 70 000 კვ მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართი 525 000 ლარად უკვე შეიძინა.
პირობების თანახმად, ინვესტორი 30 მლნ დოლარის ინვესტიციას 2 წელში განახორციელებს და 130 ადამიანს დაასაქმებს.