ამერიკული ვებ-გვერდი Thrillist გემრიელი სამზარეულოთი გამორჩეულ ევროპის 48 ქვეყანას აჯგუფებს და რეიტინგში მეოთზე ადგილს საქართველოს ანიჭებს.
რეიტინგში პირველი ადგილი იტალიას, მეორე და მესამე ადგილები კი საფრანგეთს და ესპანეთს უკავია.
ევროპის წამყვან ქვეყნებს მეოთხე ადგილით საქართველო მოსდევს, რომლის სამზარეულო უნიკალური და მრავალფეროვანი კერძებით ყავთ გამორჩეული.
აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდი ქართულ სამზარეულოში განსაკუთრებულ კერძად აჭარულ ხაჭაპურს მოიხსენიებს.
საქართველოს შემდეგ, ევროპული ქვეყნების რეიტინგის ათეულში გერმანია, ბელგია, ხორვატია, შვეიცარია, პორტუგალია და უნგრეთი შედიან.
ქვეყნების რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://thrillist.com.