ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მაჩვენებელი 2,15%-ითაა გაზრდილი.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ერთი წლის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2,15%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, თუმცა 2012 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, მგზავრთნაკადი ბათუმის აეროპორტში 26,66%-ით გაიზარდა.
ამ მონაცემში შედის როგორც უცხოელი, ისე ქართველი მგზავრები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკის განყოფილებაში მოხდა საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამუშავება ბათუმის აეროპორტში მხოლოდ უცხოეთიდან შემოულ მგზავრთა ნაკადის დასადგენად.
გამოიკვეთა შემდეგი სურათი: 2014 წლის მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19%-ით აღემატება 2013 წლის, ხოლო 44%-ით 2012 წლის მონაცემებს.
რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ზრდის დინამიკას, 2014 წელს ბათუმის აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების სტატისტიკა შემდგენაირად ნაწილდება: რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, ისრაელი, ბელორუსია.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოსა აეროპორტებმა 2 800 171 მგზავრი გაატარეს, რაც 9,51%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.