ცოტა ხნის წინ კომპანიების, UBS-სა და „კემპდენ რესორჩის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსი ოლიგარქების მხოლოდ მესამედი ფიქრობს იმაზე, რომ შვილების მათსავე ბიზნესში მონაწილეობა მისაღები იქნებოდა.
ორის გარდა, ყველა რესპონდენტმა განაცხადა, რომ თავის ბიზნესს შესაფერის თანხად გაყიდდნენ, მათგან ნახევარი კი ამას უახლოეს ორ-ოთხ წელიწადში გააკეთებს.
ერთ-ერთი ბიზნესმენის განცხადებით, ის არ აპირებს საკუთარ შვილებს გადასცეს საქმე იმ პირობებში, როდესაც დიდი ბიზნესი რუსეთში კვლავაც მძიმე საწარმოებელია.
გამოკითხვის თანახმად, რუს ბიზნესმენთა უმეტესობის ოჯახები მათ საქმეში არ მონაწილეობენ, 72 პროცენტი კი, არა მხოლოდ არ მონაწილეობს ბიზნესში, ამას მომავალშიც არ აპირებს.
გამოკითხულ ბიზნესმენთა მინიმალური შემოსავალი 50 მილიონი დოლარია, მათი ნახევარი კი 100-დან 500 მილიონამდე დოლარს ფლობს. გამოკითხვაში მონაწილე რუს ბიზნესმენთა 84 პროცენტი საკუთარ თანხებს უცხოეთში ინახავს, ყველაზე ხშირად – კვიპროსში, შვეიცარიასა და ვირჯინიის კუნძულებზე. უმეტეს შემთხვევაში, ოფშორული ზონები არა საგადასახადო ოპტიმიზაციისთვის გამოიყენება, არამედ კაპიტალის დასაცავად.
გამოკითხულთა ორი მესამედი საკუთარ შვილებს ბიზნესში მონაწილეობისას არჩევნის თავისუფლებას ანიჭებს და მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათ საქმეს შვილები განაგრძობენ.