საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო. ჩვენებმა ჩ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი ლიტვის ნაკრები 8:2 გაანადგურეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, რასაც ქართველთა მეკარე გიორგი ბუკიას გაძევებაც დაერთო. მდგომარეობა თითქოს უიმედო ჩანდა, მაგრამ გიორგი თიკურიშვილმა და არჩილ სებისკვერაძემ 2-2, ზურაბ ლუკავამ, გიორგი ალთუნაშვილმა, კახაბერ მაისაიამ და ვახტანგ შვარიშვილმა ანგარიში გამანადგურებელი გახადეს _ 8:1. შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს. არადა, ჩვენებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებიოდათ.
ელიტ-რაუნდში, რომელიც 8-21 მარტს რუმინეთში გაიმართება, ჩვენი მეტოქეები მასპინძელთა გუნდი, პორტუგალია და ყაზახეთი იქნებიან.