შოთა გრიგალაშვილის შემდეგ კვიპროსულ "ნეა სალამინაში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: როგორც სააგენტო კერკიდა.ნეტ იუწყება, თითქმის გადაწყვეტილია თბილისის "დინამოდან" გიორგი პაპავას გადასვლა.
აღსანიშნავია, რომ კვიპროსელები მას "ახალ კალაძეს" უწოდებენ.
"ნეა სალამინა" კვიპროსის 12-გუნდა ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა და მოწინავე ექვსეულში მოხვედრა ფრიად გაუჭირდება – ამ ზონასთან მთელი 10 ქულა აშორებს.