იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში) დაწყებული. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, სადაც ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.