მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ფეისბუქით ეხმაურება:
_ ღმერთმა გაანათლოს იურა ვაზაგაშვილის სული. საოცარი უმწეობის გრძნობა მაქვს, უმწეობის და სიბრაზის, რომ აქამდე არაფერი გაკეთდა ამ და სხვა მსგავს შემთხვევებზე სიმართლის დასადგენად. ფაქტიურად მთელი ოჯახი ფიზიკურად განადგურდა. ჯერ გირგვლიანის, ახლა ვაზაგაშვილის, თან ორივეს მათი შვილების დარდი საფლავში გაყვათ! ვინც ცოცხლები ვართ და რაიმეზე პრეტენზია გვაქვს ამ ხელისუფლებაში, მის წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი, მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს ბოდიში უკვე ვეღარაფერს უშველის. დიდი ბოდიში იურა, _ წერს მელაშვილი.