ასე ეხმაურება დეპუტატი შალვა შავგულიძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას.
."მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს. თუ ეს არის მკვლელობა, მაშინ ეს არის ერთ-ერთი უსაზარლესი დანაშაული, რომელიც ჩვენ საერთოდ გვსმენია. აუცილებელია იგი რაც შეიძლება სწრაფად და სრულყოფილად იქნას გამოძიებული და საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. თუ ეს არის დანაშაული, დარწმუნებული ვარ ის გაიხსნება, დამნაშავე დადგინდება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგება, მაგრამ მე ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საზოგადოება მანამდე გამოუტანს ჯერ კიდევ ანონიმ დამნაშავეს სასჯელს უმკაცრესი საზოგადოებრივი მიუღებლობის და გაკიცხვის სახით", – განაცხადა შავგულიძემ.