"ვაზაგაშვილის მართლაც ძალიან ტრაგიკულად დაღუპვას თუ ნაციონალებს არ დააბრალებენ ნახავთ!", _ ასეთ განცხადებას სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა აკეთებს.
"გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში ასკურავა ამბობს, რომ დღეს რაც კასპის რაიონში მოხდა, საშინელი ტრაგედიაა.
"ეს რაც მოხდა დღეს ამას ქვია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, რომლის მქმნელი ადამიანურ ფარგლებს ცდება". _ გვითხრა კახა ასკურავამ.