ამის შესახებ დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, რომელიც კასპში სოფ.ყარაფალას სასაფლაოზე მუშაობდა.
"ჩვენ მიერ ჩატარდა სამუშაოები. ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა შეფასება ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ, თუ რა ვითარებაში მოხდა აფეთქება.
ფაქტობრივად, დადგენილია ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა. ახლა ზუსტდება თუ რა მოდელზეა საუბარი. ესაა საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა", _ აღნიშნა ალთუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კრიმინალისტები იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე, სოფ. ყარაფალას სასაფლაოზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.