გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ბოლქვაძე მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცის არ ფლობს.
_ თქვენ თუ გაიგეთ რაიმე ჩემზე ადრე არ ვიცი და მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ზოგიერთი თანამშრომელი დანიშნულია, ზოგიერთი არა.
_ ბატონო შალვა, თქვენი დანიშვნის ბრძანება დაწერილია?
_ ამ თემაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, _ გვითხრა ბოლქვაძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უნდა მივმართოთ:
_ ყველა ჟურნალისტს, რომელიც ამ თემაზე მიკავშირდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში ვამისამართებთ. ამ საკითხზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუ ინფორმაცია გვექნება გასავრცელებელი დაგიკავშირდებით, _ გვითხრეს პრესსამსახურში.