მსახიობი მიშა გომიაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს.
"არ დავიწყებ მადლობებით…ეს თქვენი სურვილი იყო რასაც აკეთებდით ძალიან ბევრი წლების მანძილზე….ბევრი ადამიანი გადაარჩინეთ შიმშილით სიკვდის….და ალბათ კიდევ ბევრი რამ რაც ჩვენ არ ვიცით…
თქვენ, პირადათ თქვენ გამოგყვათ და დაიჯერა თქვენი ქართველმა ერმა…გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი,…ჩვენი ქვეყნის გადარჩენის,…სასიკეთო მომავლის….ბოლოს და ბოლოს ჩვენი მშვიდი ცხოვრების…იმედი იმისა რომ ჩვენ სიცოცხლეს ასე ვეღარავინ ვეღარ ხელყოფს….და ყოველივე ამის და კიდევ ბევრის გარანტად თქვენ გვესახებოდით!!!
ნუთუ ‘’ოცნებამ’’ მხოლოდ ოცნება დაგვიტოვა…მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, რომ თქვენ არ შეგტკივად გული საქართველოზე, რომ თქვენ არ ხართ დღეს ამაყი იმით რაც გააკეთა მამა ილია კარტოზიამ…რომ თქვენ დღეს არ შეგრძრათ მამა ვაზაგაშვილის მკვლელობამ….მე რომ არ ვიყო ყველაფერში ამაში დარწმუნებული არც მოგმართავდით….
ამითომ, მოგმართავთ, თხოვნით, და მოვითხოვ თქვენგან,…როგორც დაიწყეთ, როგორც დაგვპირდით….კეთილი ინებეთ და მობრძანდით, დაბრუნდით თქვენს ადგილზე, ადგილზე რომელზეც ქართველმა ხალხმა მოგაბრძანათ, და რაც დაგვპირდით შეასრულეთ!!!
იმედი მაქვს ეს თხოვნა- მოთხოვანა სრულიად საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა…
წინააღმდეგ შემთხვევაში ახია ჩვენზე ყველაფერი….", _ აღნიშნავს წერილში გომიაშვილი.