https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცხრასულიან ოჯახს მალე სახლიდან გამოასახლებენ

12:01; 22.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, ლომთათიძის ქუჩის N 28 სახლში მცხოვრები რეზო ვაშალომიძე "გურია ნიუსის" რედაქციის კარს სასოწარკვეთილი მოადგა:

_ მიშველეთ, ბიძია! ორი წლის წინ 3 500 დოლარი ვისესხე ახლობლისგან, თინათინ ერისთავისგან. თავის მხრივ მან მეზობლად მცხოვრებ ნინო ხვადაგიანს გამოართვა ეს თანხა. ჩემთვის ისესხა, უფრო გასაგებად რომ გითხრათ. ძალიან დიდი ოჯახური პრობლემა მქონდა. ეს ცალკე თემაა და ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებ. დროულად ვერ გადავუხადე.

ხუთი მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს, ცხრასულიანი ოჯახი ვართ, რა გასაჭირი არ გადავიტანე, ენით არ აღიწერება. რაკი ვერ გადავიხადე ვალი, შევეხვეწე, ნაწილ-ნაწილ დამაფარვინეთ,-მეთქი. ჩვენი გარიგება თუ მორიგება, საჯარო რეესტრში მის სასარგებლოდ, იპოთეკით დავტვირთე ჩემი საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ერთი ოთახი. ეს იყო უძრავ ქონებაში ჩემი წილი. რაკი დროულად ვერ გადავიხადე, ერისთავმა მიჩივლა და სასამართლო ძალით ახლა სახლიდან გამოყრას გვიპირებენ. დაგვეხმარეთ, გვიშველეთ რამე, მოგვცეს ჩვენმა მევალემ შანსი, ნაწილ-ნაწილ დავფაროთ ვალი და ამდენი ბავშვები, შუაგულ ზამთარში, ყინვაში გარეთ არ გამოგვიყარონ, _ ამბოს რეზო ვაშალომიძე.

ჩვენ შინ ვესტუმრეთ ვაშალომიძეებს. ოჯახის გაჭირვება თვალში საცემია _ ორსართულიანი სახლი ნაწილობრივ დაუმთავრებელია. მცირეწლოვანი ბავშვებიდან, შინ ყველა არ იყო. ბატონი რეზოს შვილი, ზვიად ვაშალომიძე და რძალი ნინო თავაძე ამბობენ, რომ ვალის გადახდის წინააღმდეგი არ არიან. პირიქით, სწუხან, რომ დათქმულ ვადაში ვერ გადაიხადეს, რადგან ოჯახი ძალიან გაჭირვებულია.

როგორც რეზო ვაშალომიძე ამბობს, ის ქალბატონი ხვადაგიანის ზეწოლით მომექცა ასე, თორემ ცოტა სულის მოთქმის საშუალება რომ მოეცათ, ვალს გადავიხდიდიო.

ნინო ხვადაგიანი ოზურგეთის წმიდა ნინოს სამრევლო სკოლის პედაგოგია. მან ჩვენთან საუბარში რეზო ვაშალომიძის მოსაზრება უარყო:

_ სისულელეა ეს ყველაფერი. მათ ვიღაც ერისთავის ვალი ჰქონდათ. ვერ გადაუხადეს. ის ვალი მაინც ძალაში რჩება. მე კი აუქციონის წესით შევიძინე ვაშალომიძეების სახლი და დღეს თუ ხვალ მათ მაინც გამოასახლებენ.

_ ქალბატონო ნინო, ეს 3 500 დოლარი თქვენგან ნამდვილად ისესხა თამარ ერისთავმა, რომ მერე ვაშალომიძეებისთვის ესესხებინა?

_ ისინი იტყუებიან და არანაირად არაა საჭირო ამის მედიაში გაშუქება. მათ აქვთ ერისთავის ვალი. არ ენდოთ მაგათ. არც მე დამირეკოთ მათ გამო.

_ ქალბატონო ნინო, ადამიანი დახმარებას გვთხოვს. არ აპირებს ამ ფულის წართმევას, ოღონდ დროში გადანაწილებას ითხოვს.

_ ეს სახლი მე უკვე ნაყიდი მაქვს! ესენი ახლა ათასი ჯურის დაწესებულებას მიმართავენ, მაგრამ არ დაუჯეროთ. არც მე შემაწუხოთ, _ გვითხრა ნინო ხვადაგიანმა.

"გურია ნიუსი" თინათინ ერისთავს ესაუბრა.

_ ქალბატონო თინათინ, რეზო ვაშალომიძე ამბობს, რომ ვალი დროულად ვერ გადაგიხადათ, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ძალიან უჭირს. თქვენ პირადად თქვენი თანხა ასესხეთ თუ ნინო ხვადაგიანმა მოგცათ?

_ რაც იცით, ყველაფერი მასეა და პრესაში დაწერა რა საჭიროა?!

_მე ვიცი ვაშალომიძეებისგან, რომ როცა უჭირდა, ეს თანხა ხვადაგიანისგან თქვენ უსესხეთ მას. თუმცა, ქალბატონი ნინო ამას უარყოფს და ამბობს, ეს თქვენი თანხაა, სახლი კი აუქციონზე გაიყიდა იმის გამო, რომ ვაშალომიძემ ფული ვერ გადაიხადა. თუ ეს ოჯახი მაინც უნდა გამოასახლონ, იქნებ, ახლა მაინც გვითხრათ, რა მოხდა სინამდვილეში?

_ მაგათი გასარკვევია, რა იყო და რა _ არა. როგორც იყვნენ მოლაპარაკებული, ვაშალომიძემ ის პირობა ვერ შეასრულა. მე ვიცი, ვალი ჰქონდა და ჩემგან დაიმტკიცა ნოტარიუსით. ისე კი, მირჩევნია, მოვიდე და გელაპარაკოთ. ყველაფრის ტელეფონზე საუბარი არ მინდა ახლა.

_ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, რედაქციაშიც მოგისმენთ, მობრძანდით, გელოდებით.

სამწუხაროდ, ქალბატონმა თინათინმა რედაქციაში მოსვლა ვერ მოახერხა.

მოსარჩელე თინათინ ერისთავის წარმომადგენელი, ადვოკატი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს:

_ მახსენდება ეს საქმე. დაახლოებით, ერთი წლის წინ იყო. მე როგორ ვიცი, მოქალაქე ვაშალომიძემ ისესხა ეს თანხა, გარიგების უზრუნველსაყოფად კი მოსარჩელე ერისთავის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილი. შემდგომში, სასამართლო პროცესზე, საქმე კანონის შესაბამისად იწარმოება. ეს კი არ ვიცი, ახლა, მაინდამაინც ამ ყინვაში ვის მოაფიქრდა ბავშვების გარეთ გამოსახლება, _ გვითხრა ჩავლეშვილმა.

რეზო ვაშალომიძის ოჯახმა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ბათუმის განყოფილებიდან მიიღო გაფრთხილება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე, სადაც წინადადება ეძლევათ, გაფრთხილების მიღების დღიდან ათი დღის ვადაში, გაათავისუფლონ ლომთათიძის ქ. #28 -ში მდებარე უძრავი ქონება ან წარმოადგინონ ქონების მართლზომიერი მფლობელობის და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება იძულებით გამოსახლება!

 რეზო ვაშალომიძე ამბობს, რომ 2013 წლის 13 თებერვალს სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო. არ იცის, ვინ და რატომ გაყიდა მისი სახლი: _ 9 იანვარს უნდა გამოვესახლებინეთ აღსრულების პოლიციას, მაგრამ გადადეს. მე შევიტანე სარჩელი ოზურგეთის სასამართლოში. ვითხოვ შეთანხმებას ვალის გადახდის თაობაზე. პირველ რიგში ვითხოვ, გაირკვეს, ვინ შეაფასა ჩემი სახლი ჩემს გარეშე, როდის და რატომ გაყიდეს ჩემს დაუსწრებლად. ან გაყიდულია კი საერთოდ? 22 იანვარს, დილის 11 საათზე შედგება სასამართლო პროცესი და გთხოვთ, მობრძანდეთ, დაესწროთ ამ პროცესს და დარწმუნდეთ ჩემს სიმართლეში. ნუთუ ისეა ეს ქვეყანა ჩალით დახურული, რომ ამ მცირეწლოვანი ბავშვებით ყინვაში გამოგვყრიან? _ გვეკითხება მოხუცი რეზო ვაშალომიძე.

 ჩვენ აუცილებლად დავესწრებით სასამართლო პროცესს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ვაზაგაშვილის აფეთქების საფუძველი პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაცია გახდა"

გადადებული სასამართლო და ოჯახი გამოსახლების მოლოდინში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026
პოლიტიკა

როგორ გადანაწილდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები – მინისტრის განმარტება

15:56; 12.02.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ტელეიმედის” წინააღმდეგ „რადიო თბილისი FM93.5″-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

15:44; 12.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან

15:21; 12.02.2026
სამართალი

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გურიაში- შსს-ს სტატისტიკა

14:42; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

13:30; 12.02.2026
საზოგადოება

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

13:26; 12.02.2026
საზოგადოება

აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა

13:13; 12.02.2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო