ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
"1123 სოციალურად დაუცველი, უჯახურ მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი და მძიმედ ავადმყოფი ბავშვების დახმარება. ეს იყო ჩვენი მოკრძალებული მცდელობა დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს მართლაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ", – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, გასულ წელს ასევე დიდი ყურადღება დაეთმო მოხუცებულთა დაცვასაც.
"განსაკუთრებული დაფასება და ყურადღება სჭირდება მოხუც ადამიანებს. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი 2014 წელს 400-ზე მეტ მოხუცებულს დაეხმარა. ამ მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 286 300 ლარის გახარჯვა მოხდა", – განმარტა აბაშიშვილმა.