საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას, განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაიმართება.
რაც შეეხება გამოსვლის ფორმატსა და მოხსენების შემდეგ პოლიტიკური დებატების შესაძლო გამართვას, დავით პატარაია აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის პრეროგატივაა.
"იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით არამხოლოდ თარიღზე, არამედ ფორმატზეც და, შესაბამისად, პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში შედგება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია,“ _ განაცხადა პატარაიამ.
4 თებერვალს დაგეგმილი პრეზიდენტის გამოსვლის გადადების შესახებ განცხადება დღეს პარლამენტის თავჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებს მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ განსახილველი.
ცნობისთვის, პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგომის ვალდებულება წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის დაწყებისას აქვს.