ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინფორმაციით, დაიწყო მზადება საგაზაფხულო სამუშაოებისთვის.
კერძო. "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" განხორციელების მიზნით დაიწყო მზადება მუნიციპალიტეტში მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებულად ჩატარებისთვის და ამ ეტაპზე ბენეფიციართა სიების დაზუსტება მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეში აქტიურად არიან ჩართულები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე ხდება სიების დაზუსტება, რომ შემდგომ, უშუალოდ საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობისას არ მოხდეს უზუსტობები.