ჭარბი წონის პრობლემა გაწუხებთ, მუდმივად ცდილობთ, აკონტროლოთ თქვენი ფორმები და ამის გამო უარს ამბობთ ნაყინის მირთმევაზე, რომელიც ასე ძალიან გიყვართ? ნუ გეშინიათ, მიირთვით ნაყინი, გაგრილდით და ისიამოვნეთ, რადგან თქვენი შიში ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა.
ნაღების ნაყინი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭარბ წონასთან ბრძოლაში. ის აიძულებს ორგანიზმს, სწრაფად დაწვას ცხიმები.
რაც შეეხება ხილის ნაყინს, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებით და დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება, მასში შედის უჯრედისი და პექტინები, რომლებიც ნაწლავურ ფლორას არეგულირებს.
თუ წონაში დაკლება გსურთ, უპირატესობა დაბალკალორიულ ნაყინს მიანიჭეთ.
რძიანი ნაყინი 4% რძის ცხიმს, 16% შაქარს შეიცავს. მთლიანობაში 100 გრამის კალორიულობა 125 შეადგენს.
რაც შეეხება პლომბირს, მასში დიდი რაოდენობითაა ცხიმები და შაქარი, ამიტომ ცივ დიეტაში მისი ჩართვა არარეკომენდებულია.
ნაღების ნაყინის კალორიულობა კი 100 გრამზე 180 კკალორიას არ აღემატება. ასე რომ, მიირთვით ზომიერად.