საქართველოს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
"სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა 100 ან 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებდით. ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურა მუშაობს და დაისჯება ის ხალხი. ისინი ჯერ თანამდებობებზე რჩებიან", – განაცხადა გომელაურმა.