თავდაცვის ყოფილი მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.
ამის შესახებ ალასანიამ კახეთში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"მხოლოდ ჭიკაიძის გაშვებით, პრობლემა ვერ მოგვარდება. ესაა მთავრობის და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა.
ბოლო პერიოდში რომ აბსოლუტურად არაკომპეტენტური პირები მართავენ სამართალდამცავ სტრუქტურებსა პროკურატურას, ღარიბაშვილის დამსახურება. აქედან გამომდინარე, ეს პასუხისმგებლობა მანაც გაიზიაროს," _ აღნიშნა ალასანიამ.