კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროზე სეისმური ენერგია დაგროვდა, რომელმაც შესაძლოა ძლიერი მიწისძვრა გამოიწვიოს.
ეს ინფორმაცია საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტის გეოლოგებმა გამოაქვეყნეს.
მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მიწისძვრა მოხდა, ეს მოვლენა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მომცველი იქნება.
აღსანიშნავია, რომ კანადის ტერიტორიაზე წყნარი ოკეანის სანაპირო სეისმურად აქტიურია. კუნძულ ვანკუვერის მიდამოებში ბოლო 70 წლის განმავლობაში დაფიქსირებული იყო დაახლოების 100 მიწისქვეშა ბიძგი ხუთი და მეტი მაგნიტუდის სიმძლავრისა.
კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ყველაზე მძლავრი მიწისძვრა 1700 წელს მოხდა. მაშინ მისი სიმძლავრე 8,7 დან 9, 2 ბალს შეადგენდა, მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა კი 7 ათას კილომეტრში მდებარე იაპონიამდეც კი მიაღწია.