ლონდონის სამეფო საზოგადოების სწავლულები ამტკიცებენ, რომ აფრიკაში მიმდინარეობს ახალი ოკეანის წარმოქმნა. ეთიოპიის ერთ-ერთ რეგიონში, აფარში, თანდათანობით წარმოიქმნება ოკეანე, რომელიც მომავალში აფრიკის კონტინენტს ორ ნაწილად გაყოფს. მაგრამ, სწავლულთა პროგნოზით, ეს მოხდება დაახლოებით 10 მილიონი წლის განმავლობაში.
წამყვანმა მკვლევარმა, ტიმ რაიდმა, რომელმაც ეს გამოკვლევა სამეფო საზოგადოების გამოფენაზე წარმოადგინა, აფრიკის დაბლობში მიმდინარე პროცესს „წარმოუდგენელი” უწოდა.
სწავლულებმა, რომლებიც მიჩვეულნი არიან, დააფიქსირონ ცვლილებები პლანეტაზე მილიონი წლებით, ცვლილებებს აფარაში უკვე უკანასკნელი 5 წელია, გრძნობენ. დედამიწა იხლიჩება მათ ფეხებქვეშ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ჯერ კიდევ 2012 წელს, სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში, 60 კილომეტრი სიგრძის ნაპრალი 8 მეტრ სიღრმეზე გაიხსნა. გავარვარებული კლდე მიწის სიღრმიდან ამოდის და ამგვარად წარმოიქმნება ნაპობი. მიწისქვეშა პროცესები ჯერ კიდევ გრძელდება, ასე რომ, სწავლულთა აზრით, საბოლოო ჯამში, კლდის ნაწილი დაიშლება და მის ადგილას წარმოიქმნება ახალი ოკეანე.
ბრისტოლის უნივერსიტეტის სეისმოლოგი ჯეიმს გემონდი, რომელიც აფარაში მუშაობს, ამტკიცებს, რომ რეგიონის ზოგიერთი ნაწილი იმყოფება ზღვის დონეზე დაბლა, ხოლო ოკეანე გამოყოფილია ამ ტერიტორიებიდან მხოლოდ 20-მეტრიანი მიწის მონაკვეთით ესიტსეაში. მისი თქმით, საბოლოოდ, ეს წინაღობა დაიშლება და წყალი შემოიჭრება დაბლობში – ასე დაიწყება ახალი ოკეანის ისტორია. წყალი გახლეჩს კონტინენტს და ახლანდელი აფრიკისაგან გამოიყოფა სამხრეთ ეთიოპიის ნაწილი და სომალი, ისინი კი წარმოქმნიან ახალ დიდ კუნძულს, რომელსაც დინება ინდოეთის ოკეანეში გაიტაცებს.
სწავლულთა გუნდი, რომელიც ამ რეგიონში მუშაობს, იმედოვნებს რიგი ექსპერიმენტების ჩატარებას, რაც მათ დაეხმარება, გაარკვიონ, თუ როგორ ფორმირდება დედამიწის ზედაპირი მისი ოკეანეებითა და ხმელეთის ნაწილებით.