აღმოჩნდა, რომ ადამიანები ვინც ყოველდღიურად საკვებში თევზს მოიხმარს, მიოკარდის ინფარქტს 60 პროცენტით ამცირებენ.
ასეთ დასკვნებამდე ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევარები ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩატარებული ცდების შედეგად მივიდნენ.
შედეგებმა ცხადყო, რომ ის იაპონელები, რომელთა კვების რაციონშიც ყოველდღიურად თევზის მაქსიმალური რაოდენობა (დაახლოებით, 180 გრამი) შედიოდა, 56 პროცენტით ნაკლებად ემართებოდათ მიოკარდის ინფარქტი, ვიდრე მათ თანამემამულეებს, რომლებიც დღეში 20 გრამზე მეტ თევზს არ მიირთმევდნენ.
საერთო ჯამში, გულის ქრონიკული დაავადებების მხრივ, მათი რისკი 37 პროცენტით იზრდებოდა.
იაპონელი სპეციალისტები თევზთან დაკავშირებულ ასეთ ეფექტს მასში არსებული ორგანული მჟავების არსებობით ხსნიან, რომლებიც ხელს უშლიან სისხლძარღვების კედლების გამაგრებასა და სისხლში კოლტების წარმოქმნას.