8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ,,დიდუბე პლაზაში'' ინტეგრირებული ტურნირი შაშის თამაშში „საქართველოს პირველობა“ გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონები, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები. ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს შაშის ეროვნული ფედერაცია და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური აქტიურად გეგმავს შშმ პირთა ჩართვას 2015 წელს განსახორციელებელ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. მათ შორის ერთ-ერთი გაზაფხულზე პარაოლიმპიური ცენტრის გახსნა იქნება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.
მიმდინარე წლის ზაფხულში დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“ უმასპინძლებს. 26 მაისს საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა. ცერემონიალში შშმ პირები ჩაერთვებიან.