საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ქართველი სამხედრო კურსანტების გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის, სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდნენ სამხედრო სასწავლო კურსს, რათა იქ მიღებული ცოდნა საკუთარი სამშობლოსათვის მოეხმარათ. აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი და უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის. ვიზიარებ გარდაცვლილების ოჯახების მწუხარებას, თანავუგრძნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქართველოს", – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.