ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა, რიმა ასკურავამ, რომელიც წარმოშობით ნიგოითის თემის სოფელ ქვიანიდანაა, თემში მცხოვრებ ღვაწლმოსილ უხუცეს ქალბატონებს 100 წლის ვერა გოგუაძეს, 90 წლის ოლია ხალვაშსა და სეფორა სიხარულიძეს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გამოუგზავნა. თითოეულს 100-100 ლარი და ტკბილეული.
ასკურავა წლებია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა თავისი კუთხის პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საჩუქრებით არაერთხელ ანებივრებს თანასოფლელებს და მათ დახმარებას უწევს. თვეების წინ მან საკუთარი ინიციატივით, ქვიანის საბავშვო ბაღს ინვენტარი და სათამაშოები შეუძინა. მას სამომავლოდაც აქვს გარკვეული მიზნები ამ კუთხით.