“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში დაჭრილი ახალგაზრდა ვაჟი მიიყვანეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა სკოლის მოსწავლეა.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის “ავერსის“ კლინიკური დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, პაციენტი ორი დღის წინ შეიყვანეს კლინიკაში და მას გულმკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება.