ამ წუთებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ამავე რაიონის სოფელ ქვაითის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები მათი სოფლის გზის რეაბილიტაციის ტენდერის გაუქმებას აპროტესტებენ.
ცნობისათვის, ქვაითის გზის რეაბილიტაციის ტენდერი რამოდენიმე თვის წინ გამოცხადდა, გამოვლინდა გამარჯვებული, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ტენდერი ჩაიშალა და შედეგები გაუქმდა.
ინფორმაციას ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს.