გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ფოთის ნავმისადგომთან გემის მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.
გემის კაპიტანი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა 65 000 ლარით დაჯარიმდა. მასვე დაეკისრა
გარემოსთვის მიყენებული ზიანის 2090 ლარის ანაზღაურება.
გემმა საქართველოს ტეირტორიული წყლები ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის გადახდის შემდეგ დატოვა.