მომღერალი სალომე ქათამაძე, რომელიც ქმარს გასული წლის ზაფხულში დაშორდა, დანგრეული ოჯახის აღდგენას და ქმართან შერიგებას ცდილობს.
ცნობისთვის, ქათამაძე მეუღლესთან, გიგი ზამთარაძესთან დაშორების მიზეზად მის ხასიათებთან შეუთავსებლობას ასახელებდა
"ბევრი პატარ–პატარა მიზეზი გროვდება დროთა განმავლობაში და მერე ხვდები, რომ ადამიანი ვერ გიგებს. როცა ათას საკითხზე ხშირია უთანხმოება და ეს ყველაფერი არა და არ სრულდება, ალბათ სამუდამოდაც გაგრძელდება. ამიტომ ადამიანმა თავი არ უნდა დაიტანჯოს და არც სხვა დატანჯოს. ჩვენ ერთად 3 წელი ვიყავით.
სატელევიზიო ინტერვიუებშიც და ჟურნალებშიც ვამბობდით, რომ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთს კარგად ვუგებდით, ოღონდ ბავშვურ რაღაცეებში, ოჯახური სიტუაცია კი ვერ მოვირგეთ. მე და გიგი კარგად ვერთობოდით, ერთმანეთის იუმორიც გვესმოდა, ერთად ცანცარიც კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ ოჯახი უფრო სხვა თემაა.
ჩვენ გიგის დედასთან და ძმასთან ერთად ვცხოვრობდით, თუმცა ეს არაფერ შუაში ყოფილა. როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს, გჭირდება ადამიანი, რომელიც შენზე იზრუნებს, ოღონდ ეს მხოლოდ გვერდში დგომით და შენი ყურებით კი არ უნდა გამოიხატოს, სულიერად უნდა იგრძნო მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ჩვენ შორის კი ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა. რთულია, ასეთი ადამიანის გვერდში იცხოვრო და გამუდმებით გქონდეს კონფლიქტი", _ აღნიშნავდა ქათამაძე.
ქმართან დაშორების მერე, მომღერალი ამერიკაში ბერკლის კოლეჯში სასწავლებლად წავიდა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით კი, სალომე ქათამაძე და გიგი ზამთარაძე შერიგდნენ და ახლა მომღერალი ცდილობს ყოფილი მეუღლე მასთან, ამერიკაში წაიყვანოს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წყვილი ახლა საჭირო საბუთების მომზადებითაა დაკავებული