სამეგრელოში ბათუმი-სენაკის ავტობუსი დააყაჩაღეს. 4 შეიარაღებული პირი ავტობუსს ერთ-ერთ ხიდთან დაესხა თავს. ყაჩაღებმა მგზავრები ჩამოიყვანეს და იარაღის მუქარით მათ პირადი ნივთები, სამკაულები, ტელეფონები და ფული წაართვეს.
მგზავრების უმეტესობა თურქეთში სავაჭროდ მიდიოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
ინფორმაციას ამის შესახებ, "რუსთავი 2" ავრცელებს.