ოზურგეთში ორი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ყაჩაღობა დაახლოებით გამთენიისას, 5-6 საათამდე მოხდა.
“რომპეტროლის" ოზურგეთის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერის, გელა გელაშვილის თქმით, ყაჩაღებმა ოპერატორებისგან დაახლოებით 300 ლარი წაიღეს.
“გამთენიისას, დაახლოებით 6-ს წუთები იყო, როდესაც დამიკავშირდნენ ბენზინგასამართი სადგურიდან და მითხრეს, რომ ყაჩაღობა მოხდა. უმნიშვნელო თანხა არის წაღებული, დაახლოებით 300 ლარამდე არის წაღებული. როგორც ოპერატორებმა მითხრეს, ორი ადამიანი იყო.“ – გვითხრა გელა გელაშვილმა.
რაც შეეხება მეორე ბენზინგასამართ სადგურს, აქ ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
“გურია ნიუსი“ იმყოფებოდა “გალფის“ ბენზინგასამართ სადგურში. ერთ-ერთი ოპერატორის თქმით, ოპერატორები ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან და აქედან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებენ.
„მხოლოდ ის ვიცით, რომ გამთენიისას მოხდა დაყაჩაღება. როგორც გავიგეთ დაახლოებით 800 ლარი არის წაღებული“. – გვითხრა “გალფის“ ბენზინგასამართის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.