დღეს, გამთენიისას ოზურგეთში ორი ბენზინგასამართი სადგური _ "რომპეტროლი" და "გალფი" დააყაჩაღეს.
"რომპეტროლის" ოზურგეთის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერის, გელა გელაშვილის თქმით, ყაჩაღებმა ოპერატორებისგან დაახლოებით 300 ლარი წაიღეს.
კომპანია "გალფში" მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით ტერიტორია, რომელზეც ბენზინგასამართი სადგურია განთავსებული ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელს გია კვასდიანს ეკუთვნის.
კვასდიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მომხდართა დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს:
_ ეგ იყო, იყო ჩემი. არანაირი კავშირი არ მაქვს "გალფთან", _ გვითხრა კვასდიანმა.
_ ჩვენი ინფორმაციით ტერიტორია, სადაც ბენზინგასამართი სადგურია განთავსებული თქვენ გეკუთვნით…
_ არა.ვახტანგ პაპავას ეკუთვნის.
_ გასაგებია, რომ გაფორმებული პაპავაზეა. თუმცა, ჩვენ გვითხრეს, რომ რეალური მეპატრონე თქვენ ხართ… თანაც ბენზინგასამართ სადგურზე ხშირად გხედავენ…
_ ადრე იყო ჩემი. ახლა არანაირი კავშირი არ მაქვს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კვასდიანმა.