ცხენის ქურდები დააკავეს ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ი.ვ. და გ. ო. დაკლული ცხენის ხორცს ამუშავებდა.
სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ უცნობმა ქალბატონმა აცნობა, რომელიც დაკარგულ საქონელს ეძებდა.
ორთავე დაკავებული ამ დროისათვის პატიმრობაში იმყოფება, პოლიცია კი იმის დადგენას ცდილობს თუ სად აპირებდნენ ისინი ხორცის რეალიზაციას და იყო თუ არა მათ მიერ ქურდობის პირველი შემთხვევა.