საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ქალაქ გურჯაანსა და სოფელ მირზაანში ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში – ბესიკის, ბარათაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია. ამავდროულად სოფელ მირზაანში სრულდება შიდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 493 156,73 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.
პროექტის მიმდინარეობა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელ გია გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
რეაბილიტაციის დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტო/ბეტონის საფარი პრაქტიკულად აღარ არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებშიც ჯამში 3,1 კმ გზის მოასფალტება მოხდება.
ქალაქ გურჯაანში არსებული ბესიკის ქუჩის სიგრძე 855 მ-ია, სადაც ასფალტობეტონის საფარი უკვე დაიგო, ასევე მოხდა 2212 გრძივი კანალიზაციის ქსელის გამოცვლა, გარდა ამისა მოეწყობა 1641მ² ტროტუარი. ბარათაშვილის ქუჩის სიგრძე – 453 მეტრია. ქუჩაზე მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი და 884 მ² ტროტუარი. ჭავჭავაძის ქუჩის სიგრძე – 840 მეტრია, აღნიშნულ ქუჩაზე სრულდება ასფალტობეტონის საფარის დაგება, ასევე გაკეთდება მიერთებები და მოეწყობა 400 მ² ტროტუარი.
გარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული შიდა ქუჩებისა, პროექტის ფარგლებში ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მირზაანის შიდა ქუჩის ასფალტის საფარიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის სიგრძე 912 მეტრია.