"post-ალიონის" და გაზეთ „გურია ნიუსის" ერთობლივი პროექტის – "აირჩიე დემოკრატია" ფარგლებში 22 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ესტუმრნენ.
პროექტის ფარგლებში ბავშვები მუნიციპალიტეტის პირველ პირებს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს და ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
რას ნიშნავს ადგილობრივი თვითთმმართველობა, რატომ არის მნიშნელოვანი საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რამდენ შტოდ იყოფა ხელისუფლება _ ამ და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით ასეთი სახის შეხვედრები, მომავალი თაობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მზადაა მსგავს შეხვედრებს ხშირად უმასპინძლოს.
ამავე პროექტის ფარგლებში 23 აპრილს გაიმართა შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სკოლის მოსწავლეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გოგი ხელაძის კაბინეტში მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.
ამ შეხვედრის შემდეგ კი საკრებულოს რიგგარეშე სხომასაც დაესწრნენ, სადაც სოფლის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების განხილვა მიმდინარეობდა.
დეპუტატებმა ბავშვებს მოუწოდეს, რომ სხვა სხდომებსაც დაესწრონ და ადგილობრივი თვითმმართველობის ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთონ.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით პროექტის მონაწილე მოსწავლეები დღეს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომასაც დაესწრებიან და 30 აპრილს საკრებულოს სხდომაზეც მივლენ.
_ ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია და კარგია, რომ ინტერესდებიან მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორს, მედიასახლ გურია ნიუსის დამფუძნებელს, ქალბატონ ია მამალაძეს ამ პროექტისთვის და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, _ აღნიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოგი ხელაძემ.
პროექტის მნიშვნელობაზე ბავშვებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ასეთი ჩართულობა, ტრენინგები მათთვის აუცილებელია, რადგან თვითმმართველობის არსის შესახებ უფრო მეტს იგებენ და ასეთი შეხვედრები პროფესიის არჩევაშიც ეხმარებათ.
_ როცა გაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, ადვილია აირჩიო დემოკრატია, _ აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ.