შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1983 წელს დაბადებულ დიმიტრი თემურის ძე ბასილაძეს ეძებს, რომელიც 2015 წლის 26 თებერვალს ქალაქ ქუთაისში სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
დიმიტრი ბასილაძე ქუთაისში, ძოძუაშვილის ქუჩა N4/2-ში ცხოვრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები. სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ დიმიტრი ბასილაძის საძიებო მოქმედებებს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, როგორც ეკიპაჟების, ასევე მეტროპოლიტენის პატრულის თანამშრომლებს, ყოველდღიურად მიეწოდებათ ინფორმაცია დაკარგული პირის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი, ყოველდღიურად მოწმდება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული ინფორმაციები.
სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა.
დიმიტრი ბასილაძის აღწერილობაა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე – 170 სმ, ღია წაბლისფერი მოკლე თმით, თაფლისფერი თვალებით, მოკლე ცხვირი, მუქი ფერის წარბები, თხელი ტუჩები, რომლის ზედა ნაწილში აღენიშნება მცირე ზომის ხალი. ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ქურთუკი, ნაცრისფერი, ნაქსოვი სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ტყავის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული დიმიტრი ბასილაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 58-69-99 0 (431) 29-60-60