გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი, გიგლა აგულაშვილი სოციალურ ქსელში პირობას დებს, რომ ახალი თანამდებობა მას არ შეცვლის.
"რამდენიმე საკითხი მინდა გაგიზიაროთ: 1. ახალი თანამდებობა არ შემცვლის, 2. ისევ ვუპასუხებ ყველა ზარს, 3. დავრჩები ფეისბუქზე და სხვა საჯარო სივრცეებში, 4. გავზრდი ჩემს ანგარიშვალდებულებას, 5. მივიღებ რჩევა-კონსულტაციებს, 6. ნეპოტიზმის ვირუსი არ შემეყრება, 7. პრემიას მხოლოდ გამორჩეულზე გავცემ განსაკუთრებული დამსახურებისათვის, 8. აქტიურად ვითანამშრომლებ არასამთავრობო სექტორთან, 9. დაუნდობელი, მაგრამ სამართლიანი ვიქნები კანონდამრღვევთა მიმართ, 10. გავუფრთხილდები ყველა ღირსეულ პროფესიონალს
P.S. გთხოვთ, გახდეთ საქართველოს "მწვანე გუშაგები". მომაწოდოთ ინფორმაცია, მომწეროთ, დამირეკოთ, დამიმესიჯოთ, თუ შეამჩნიეთ, დაინახეთ ან აღმოაჩინეთ კანონდარღვევა."