9 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
სამამულო ომის ვეტერანებს მნიშნელოვანი თარიღი გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიულოცეს.
მათთვის საგანგებო ღონისძიება გამართა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა.
მოგვიანებით ჩოხატაურელ ვეტერანებს ბიზნესმენმა ალეკო თავაძემ სპეციალური მიღება მოუწყო.
9 მაისის მნიშვნელობაზე ბევრი ისაუბრეს ვეტერანებმაც, რომლებმაც საბრძოლო ადგილები და ომში გატარებულ დღეები გაიხსენეს.