თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადა, სავარაუდოდ, ხვალ დილით გაიხსნება.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ესტაკადის გახსნის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია დღის ბოლოს ექნებათ, როდესაც სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. თუმცა, ნარმანია ვარაუდობს, რომ ესტაკადა ხვალ დილით გაიხსნება, როდესაც მთელი ღამის განმავლობაში ესტაკადაზე გასუფთავებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდება.
თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალ დილით მოხდება ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ჩაკეტილი მონაკვეთის გახსნაც.
თბილისის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დავით ნარმანია ამ წუთებში თბილისის ზოოპარკში და გმირთა მოედანზე არსებულ სიტუაციას ეცნობა.