კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერი აქცია მეტრო "სადგურის მოედანზე" გამართა.
აქ შეკრებილი სტუდენტები მღერიან და სიმღერის მეშვეობით ფულის შეგროვებას ცდილობენ.
"გურია ნიუსი" აქციის ერთ-ერთ მონაწილე სტუდენტს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ აქციას იქამდე გააგრძელებენ, სანამ სტიქიისგან დაზარალებულებს დახმარება დასჭირდებათ.
"ამ აქციას ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენი სურვილით, ჩვენი ახალგაზრდული სულისკვეთებით ვმართავთ, რომ სტიქიით დაზარალებულებს დავეხმაროთ. შევაგროვოთ ყველაფერი ვისაც რა საშუალება აქვს. ეს იქნება საკვები თუ ტანსაცმელი, მაგრამ ძირითადად აქ გამვლელი მოქალაქეები უფრო ფულის სახით ეხმარებიან, რაც ჩვენ ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს. აქციას იქამდე გავაგრძელებთ და აუცილებლად გვერდში დავუდგებით სტიქიისგან დაზარალებულებს, სანამ საჭირო იქნება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება", _ აცხადებს აქციის მონაწილე.