რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ შავი ზღვის კურორტი, რუსეთის ოლიმპიური ქალაქი სოჭი დატბორა. აეროპორტი დაიხურა, განსაკუთრებული ზიანი კი ქალაქ ადლერს მიადგა. მაშველებმა მოქალაქეების ევაკუირება მოახდინეს, _ ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" აქვეყნებს.
"როიტერის" ოპერატორის თქმით, წყალი მუხლზე მაღლა იდგა, გზები არ ჩანდა. მოსახლეებს სახლები, სარდაფები დაეტბორათ. ავტომობილები კი წყალმა დაფარა. მოსახლეობას ელექტროენერგია, წყალი და გაზი არ მიეწოდება. ხოლო ერთ-ერთ სოფელში შენიშნეს გველი, რომელიც ადიდებულ წყალში ცურავდა.
სააგენტოს ცნობით, "გასულ კვირას წყალდიდობისგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს, დედაქალაქი თბილისიც დაიტბორა. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დედაქალაქი სერიოზულად დაზარალდა. ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, მათ შორის ვეფხვი, რომელიც მას შემდეგ მოკლეს, რაც ადამიანი იმსხვერპლა".
"მიუხედავად ძლიერი წვიმისა სოჭის ზოოპარკი დატბორვას გადარჩა. როგორც სოჭის ზოოპარკის დირექტორმა თქვა, ზოოპარკი ადლერისგან მოშორებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ამიტომ მოშორებით არცერთ ცხოველს გადაუცურავს", _ აღნიშნულია "როიტერის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.