გერმანული კონსალტინგური კომპანია "ალიანსის" მონაცემებით მსოფლიოს სიმდიდრის 85 პროცენტი ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპისა და იაპონიის მცხოვრებთ ეკუთვნით.
მიმდინარე წელს ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის მოსახლეობა 10 პროცენტით გამდიდრდა, ხოლო ევროპის ქვეყნებისა მხოლოდ 4,1 პროცენტით.
"ალიანსის" მტკიცებით, მსოფლიოს ყველაზე სტაბილური ქვეყანა შვეიცარიაა. ამ ქვეყნის მაცხოვრებლები მსოფლიოში ყველაზე მდიდრები არიან.
მეორე ადგილზე ამ მხრივ ამერიკაა. უმდიდრესთა შორის მესამეა დანია.