ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, გარემოსაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა საცხოვრებელ სახლში მოთავსებული "წითელი ნუსხით" დაცული ბუხრინწას (Tyto alba Scopoli) ოთხი ბარტყი აღმოაჩინეს.
დროებითი განთავსებისა და მოვლის მიზნით, ბუხრინწას ბარტყები თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცემა. გარკვეული პერიოდის შემდგომ, ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე, ისინი ველურ გარემოს დაუბრუნდებიან.