ინდონეზიაში მდებარე ორი ვულკანი ერთდროულად გააქტიურდა.
BBC-ის ინფორმაციით, მთა გამალამასა და რაუნგზე ვულკანებიდან კვამლი და ფერფლი კვირაზე მეტია რაც ამოდის, რის გამოც, გასულ კვირას ორი, ხოლო დღეს კიდევ სამი აეროპორტი დაიკეტა.
როგორც ცნობილია, ინდონეზიაში უმეტესად მუსლიმები ცხოვრობენ და რაკი ვულკანის გააქტიურება რამადანის დღესასწაულს დაემთხვა, ხოლო ამოფრქვეული ფერფლმა შესაძლოა თვითმფრინავის სისტემის გათიშვა გამოიწვიოს, მილიონობით მოსახლე სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, ხოლო ასეულობით ადამიანი ფრენის განახლებას ელოდება.