"ვეტო არის დემოკრატიული პროცესი და ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია; რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით – ეს ჩვენი პირადი შეხედულებაა," _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია აქვს.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც დავძლევთ უპრობლემოდ", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.