"იანუკოვიჩი ამოიღეს ინტერპოლის ძებნილთა სიიდან", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ინტერპოლის ძებნილთა სიიდან დავით კეზერაშვილის ამოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
პრემიერი ამ საკითში ზედმეტი აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ის ინტერპოლში მეთოდოლოგიურ ცვლილებას უკავშირდება.
"პროკურატურამ გააკეთა განცხადება და მეც მოვისმინე მედიასაშუალებებით, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა”, _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.