აქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სტატისტიკურად, ჯარში თვითმკველობის შემთხვევები ვალებს უკავშირდება, რომლებიც აზარტული თამაშების შედეგად არის გამოწვეული.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თუ სამხედრო თანამშრომლები აზარტული თამაშებით გატაცების პირველივე შემთხვევაზე გათავისუფლდებიან შეიარაღებული ძალებიდან.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთმა ჯარისკაცმა დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე, ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენ რაც სამინისტროში მოვედით. ხშირად სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეული არის იმის გამო, რომ აქვთ ვალები ამ ადამიანებს, მათ შორის აზრტული თამაშებთ არიან დაკავებული და შემდეგ ამის კვალობაზე სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები ან საერთოდ აღარ იყოს ჯარში, ან მინიმალიზაცია მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, რადიკალურად შეიცვლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პრევენციულად არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები", _ აღნიშნა ხიდაშელმა და დასძინა, რომ აზარტული თამაშების პირველივე შემთხვევაზე პირს შეიარაღებული ძალებიდან გაათავისუფლებენ.
"ნებისმიერი პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დადასტურდება, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, და არის აზარტული თამაშებით დაკავებული, არის მოსარგებლე კაზინოების ან სხვა ფორმების, რომელიც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან". თავდაცვის სამინისტრო იქნება უკომპრომისო და ჩვენი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ცალსახა. ასევე მინდა საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება, ვაცნობოთ კიდევ 2 სხვა მსგავსი ტიპის ღონისძების შესახებ, რომლის გატარებასაც ვგეგემავთ, ეს არის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან მიმართებაში, ასევე აბსოლუტურად უკომპრომისო იქნება და პირველივე შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი პირი იქნება გათავისუფლებული შეიარაღებული ძალებიდან და თავდაცვის სამინისტროდან და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალის შემთხვევაშიც ანალოგიური ღონისძიებები გატარდება,"– განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნორიოს ბაზაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.