ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს თბილისის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს თბილისის მერია დაუფარავს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
"როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით.
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადი მოსახლეობისათვის თითქმის გათანაბრდა და თბილისის მერია მზად არის შესაბამისი ზომების გასატარებლად.
იმისთვის, რათა ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეთ, მათთვის განხორციელდება ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირება", _განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.