საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახი კახიშვილს "დავალება" მისცა.
წინასწარ შეუკვეთეთ სამაჯურები მინისტრებისთვის, _ ასეთი ხუმრობით მიმართა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახი კახიშვილს, რომელმაც მინისტრებს შინაპატიმრობის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური სამაჯურების შეძენასთან დაკავშირებული საკითხი გააცნო.
პრემიერმა იხუმრა, რომ შემდეგი უკვე პოლიტიკოსები იქნებიან.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების სამინისტრო სასჯელის მოხდის ახალი ფორმის – შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად 200 სამაჯურს შეიძენს.
ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე უწყების ხელმძღვანელმა, კახი კახიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თავდაპირველად სამაჯურებით არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
სასჯელის ახალი ფორმა საქართველოში მიმდინარე თვეში უნდა ამოქმედდეს.